ვერე პალასი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერე პალასი.png


“ვერე პალასი” (შპს), ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში. მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში (ვერის უბანი, გ. ქუჩიშვილის ქ. 22/24). გაიხსნა 1999 (არქიტ. დ. მორბედაძე). 2007 განხორციელდა შენობის გაფართოებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები. სასტუმრო კერძო საკუთრებაა. შენობა რვასართულიანია, სადაც განთავსებულია 42 ნომერი 64 საწოლზე, მ. შ. არის 1 აპარტამენტი, 3 – უმაღლესი კლასის ლუქსი, 6 – ლუქსი, 15 – ორადგილიანი დელუქსი, 17 – ორადგილიანი სტანდარტული ნომერი. სასტუმროს აქვს რესტორანი (65-ადგილიანი) ქართ. და ევრ. სამზარეულოთი, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელების ორი ბარი (მათგან ერთი ღია ვერანდაზე), 120-ადგილიანი საკონფერენციო დარბაზი, ბიზნესცენტრი, მუდმივი სატელეფონო კავშირი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან, ღია საცურაო აუზი და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები.