ვერის ხიდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერის ხიდი, თბილისის ერთ-ერთი უძველესი ხიდი, მდ. ვერეზე, ე. წ. ბეჰბუდას ხიდი. ეს სახელი მიიღო როსტომ მეფის დროს მოღვაწე ზარაფთუხუცესის ხოჯა ბეჰბუდას სახელიდან, რ-საც მიაწერენ მდ. ვერეზე, მცხეთისაკენ მიმავალ გზაზე ქვითკირის ხიდის აგებას XVII ს. 40–50-იან წლებში. პირველად ამ ხიდის შესახებ ცნობას ვხვდებით ვახუშტისთან: “ვერასა ზედა არს ხიდი კვითკირისა”. შემდგომში ამავე ცნობას გვაწვდის ი. გიულდენშტედტი, რ-იც ამბობს, რომ ვერის ხევზე არის “ქვის ხიდი”. ვ. ხ. გადაიხურა გმირთა მოედნის 1981 ჩატარებული რეკონსტრუქციის დროს.