ვერის ხიდი, სამმალიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერის ხიდი.png


ვერის ხიდი, სამმალიანი რკინის ხიდი ქვის ბურჯებზე. აიგო მტკვარზე 1885 (ინჟინერი – ს. უმანსკი). ქალაქის სათათბიროში გააფრთებით დაობდნენ იმის შესახებ, თუ სად უფრო ადრე უნდა აშენებულიყო ხიდი – ვერეზე თუ ადრინდ. მუხრანის (ახლანდ. ნ. ბარათაშვილის) ქუჩასთან. ბევრი ხმოსანი (სათათბიროს წევრი) მუხრანის ხიდის უპირატესობას ამტკიცებდა. ვ. ხ-ის აქტ. დამცველი კი ნ. ნიკოლაძე იყო. მას ნათლად ჰქონდა გააზრებული, რომ ქალაქის განვითარება რეალურად ვერისკენ იყო მიმართული და რომ სულ მალე ამ ხიდის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ქალაქის ნორმალური ფუნქციონირება. მტკვარზე ხიდის აგებას მოჰყვა ახ. ქუჩის – ვერის დაღმართის (ახლანდ. მ. ჯავახიშვილის ქუჩა) გაჩენა. ვ. ხ-ით ჩრდილოეთისკენ მზარდი ქალაქის უბანი (ძვ. ვერეს ტერიტ.) დაუკავშირდა მტკვრის მარცხ. ნაპირზე ახლად განაშენიანებულ ე. წ. “გერმანელთა კოლონიას”, ახალ კუკიას, დიდუბესა და რკინიგზის სადგურს. ვ. ხ. წარ-მოადგენდა ლითონის ფერმებზე მოწყობილ ფიცარფენილს. მისი სიგანე 10 არ აღემატებოდა. ხიდზე ტრანსპორტის გატარებისათვის დაწესებული იყო გადასახადი (5 კაპიკი; გაუქმდა 1915). ამ ხიდმა იარსება 1953-მდე, შემდეგ იგი შეიცვალა ახ. ხიდით (ახლანდ. გალაკტიონის ხიდი). ლიტ.: ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება, [ტ.] 2, თბ., 1963. თ. ბერიძე. თ. გომართელი.