ვერონიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერონიკა.png

ვერონიკა (Veronica), ჩაღანდარი, მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა. ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია, უფრო იშვიათად ნახევრად ბუჩქები ან ბუჩქები (ავსტრალია და ახალი ზელანდია), აქვთ სწორი ან გართხმული ღეროები, მოპირისპირედ, სპირალურად ან რგოლურად განლაგებული მარტივი ან ღრმად დანაკვთული ფოთლები, მარტოული ან კენწრულ მტევნისებრ ყვავილედებად შეკრებილი ლურჯი, ცისფერი ან მოთეთრო ყვავილები. გვარში 300-მდე სახეობაა, რ-ებიც მეტწილად ზომიერ სარტყელშია გავრცელებული. საქართველოში ვ-ის 47 სახეობა იზრდება. აქედან 4 სახეობა საქართვ. ენდემია: გაშიშვლებული ჩაღანდარი (V. denudata), კემულარიას ჩაღანდარი (V. kemulariae), იმერული ჩაღანდარი (V. imerethica),გალათიური ჩაღანდარი (V. galathica). ლ. ხინთიბიძე.