ვერსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერსი (რუს. верста), სიგრძის საზომი ერთეული რუსეთში, დასტურდება XII ს-იდან, იყენებდნენ 1918-მდე, საქართველოში XIX ს. დამდეგიდან გვხვდება საგზაო და სამიჯნო ვ-ები. საგზაო ვ. გამოიყენებოდა გზებზე მანძილის გასაზომად და XIX ს-მდე შეადგენდა 500 საჟენს (მხარს) ანუ 1066,8 , სამიჯნო ვ. გამოიყენებოდა XVII–XVIII სს-ში ძირითადად მიწების გამიჯვნის დროს, შეადგენდა 1000 საჟენს ანუ 2133,6 . ლიტ.: К аменцева Е. И., Устюгов Н. В., Русская метрология, 2 изд., М., 1975. გ. ჯაფარიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ვერსი&oldid=9512-დან“