ვერტყვილა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერტყვილა, სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუნევის თემში (იმერეთის მხარე), მდ. ძირულის (ყვირილის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 410 , ხარაგაულიდან 38 კმ. 476 მცხ. (2002). ვ. წყაროებში იხსენიება XVII ს-იდან. გვიანდ. შუა საუკუნეებში შედიოდა ხეფინის ხევში. სოფელში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკ. ეკლესია. თ. ბერაძე.