ვერულავა იუზა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერულავა იუზა შალვას ძე (1. VI. 1944, თბილისი, – 1. I. 2009, იქვე), მეცნიერი მართვის სისტემების დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1998). საქართვ. საინჟინრო აკად. წევრი (2005) და საერთაშ. საინჟინრო აკად წ.-კორ. (2002). 1966 დაამთავრა სპი-ის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექ. ფაკ-ტი მათ. საანგარიშო ხელსაწყოებისა და მოწყობილობების სპეციალობით. 1967-იდან მუშაობდა თბილ. ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში; 1975–85 – საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ელექტრონული გამომთვლელი მანქანების კათედრაზე; 1985 ვ-მ ჩამოაყალიბა არქიტ. და მშენებლობაში ავტომატიზებული პროექტირების სისტემების კათედრა, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. ვ-ს სამეცნ. კვლევის მიმართულებაა განაწილებულ-პარამეტრებიანი ობიექტების ოპტიმალური მართვის საკითხები, რთული ტექ. ობიექტების იდენტიფიკაციის თეორია, სტოქასტიკური სისტემების მათ. მოდელირება. მან დაამუშავა შენობათა სეისმომედეგობის გაანგარიშების ახ. პრინციპი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2002). თხზ.: დიდმასშტაბიანი სისტემების კვლევის მაგნიტური მოდელები, თბ., 2002 (თანაავტ.).