ვერულავა ოთარ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერულავა ოთარ გიორგის ძე (დ. 24. I. 1945, თბილისი), ინჟინერი მართვის სისტემების დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1994). 1967 დაამთავრა სპი-ის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექ. ფაკ-ტი. მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, ინფორმაციის გარდაქმნის განყ-ბაში. 1975-იდან ეწევა პედ. საქმიანობას საქართვ. ტექ. უნ-ტში ავტომატური მართვის კათედრაზე. 1998 ვ-ს ინიციატივით შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის კათედრა, რ-საც დღემდე ხელმძღვანელობს. ვ-ს მეცნ. მოღვაწეობის სფეროა ხელოვნური ინტელექტის თეორიის მახასიათებლები, კლასტერირების თეორია, გადაწყვეტილებათა მიღება და აღწერების აგება სახეთა ამოცნობაში. 2005-იდან არის ბაზელის (შვეიცარია) სამეცნ. საზ-ბის კოლეგიის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია. თხზ.: ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები კრიპტოგრაფიაში, თბ., 2008.