ვერულაშვილი ეკატერინე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვ. ვერულაშვილი. სასიდედრო ფილმიდან ქორწილი.png


ვერულაშვილი ეკატერინე ვარლამის ასული (31. VIII. 1917, თბილისი, – 28. IX. 1973, იქვე), მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1966). საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ (1940) მსახიობად მუშაობდა ქუთაისის, ხაშურის, გორისა და თელავის სახელმწ. დრამ. თეატრებში, ხოლო 1955-იდან სიცოცხლის ბოლომდე თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში მოღვაწეობდა. შექმნა სახასიათო და კომედიურ სახეთა მთელი გალერეა, მ. შ. ქაბატო (ა. ცაგარლის “ხანუმა”), ლამაზისეული (ი. ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი?!”), სოფი (ფ. შილერის “ვერაგობა და სიყვარული”), მუზა (კ. ბუაჩიძის “მკაცრი ქალიშვილები”) და სხვ. კინოფილმებში შეასრულა ოცამდე სახასიათო როლი, რ-თაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია: სასიდედრო (მ. კობახიძის “ქორწილი”, 1964), დამსვენებელი ქალი (“წარსული ზაფხული”, 1959), მეზობელი (“კეთილი ადამიანები”; 1961), ჭორიკანა (“მალე გაზაფხული მოვა”, 1967), დედა (“ალადინის ჯადოსნური ლამპარი”, 1967) და სხვ. მრავალი. ვ. აღიარებულია ეპიზოდური როლების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად.