ვერულეიშვილი ალექსანდრე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა. ვერულეიშვილი 1916-2000.png


ვერულეიშვილი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (21. VII. 1916, ხაშური, – 19. I. 2000, თბილისი), ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1957). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1947). 1949-იდან მთ. მხატვრად მუშობდა სოხუმის სახელმწ. დრამ. თეატრში. მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები: უ. შექსპირის “ანტონიუსი და კლეოპატრა” (1956), ვ. კანდელაკის “მაია წყნეთელი” (1955), ა. ოსტროვსკის “უდანაშაულო დამნაშავენი” (1959). ვ-ის შემოქმედება გამოირჩევა ჟანრულ-თემატური მრავალფეროვნებით, ხატავდა საქართვ. პეიზაჟებს, თანამედროვეთა პორტრეტებს.