ვერცხლისწყლის მადნები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერცხლისწყლის მადნები, ბუნებრივი მინერალური წარმონაქმნები, რ-ებშიც ვერცხლისწყალი ისეთი რაოდენობით შედის, რომ მისი ამოღება ტექნიკურად შესაძლებელი და ეკონომიკურად მიზანშეწონილია. ვ. მ-ის ძირითადი მადნეული მინერალია სინგური Hგშ (86,2% Hგ). სამრეწვ. ვ. მ-ში ვერცხლისწყლის შემცველობა მერყეობს 0,2-იდან 1%-მდე. ძირითადად წარ-მოიქმნება დაბალტემპერატურული ჰიდროთერმული ხსნარებიდან. საქართველოში ვ. მ. ცნობილია აფხაზეთში (ახეის, ავადჰარის, ახახჩოს, აღურაფსთისა და ბითაგის საბადოები), სვანეთში (ენგურის ზემოწელი), მთიან რაჭაში (კოდისძირ-ის, ტალახიანის, მამისონის, გომისა და სხვ. საბადოები), ჯავის მუნიციპალიტეტში (ერწოს საბადო, ყემულთის მადანგამოვლინება). ვ. ჯავრიშვილი.