ვერძონე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერძონე (Verzone) პაოლო (1902, ქ. ვერჩელი, – 1986), იტალიელი ხელოვნების ისტორიკოსი. ადრინდ. შუა საუკუნეების რომანული, ბიზანტიური და აღმოსავლურქრისტიანული ხელოვნების მკვლევარი. ტურინისა და სტამბოლის პოლიტექ. ინ-ტების პროფესორი (1951–56). სხვადასხვა ქვეყნის მეცნ. აკად. და სამეცნ. საზ-ბათა წევრი. 1958-იდან ხელმძღვანელობდა არქეოლ. გათხრებს მცირე აზიაში (ქ. იერაპოლისი, ახლანდ. ფამუქკალე). 1971 იყო საქართველოში ქართ. ხუროთმოძღვრული ძეგლების გასაცნობად. გამოაქვეყნა ნარკვევები ქართ. ხელოვნების შესახებ (იტალ. ენაზე): “ქართული ხუროთმოძღვრება და რომანული ხუროთმოძღვრება”, “შუა საუკუნეების ქართული მინანქარი” (ორივე კრებულში: „XX Córso di cultura sull’arte ravennate e bizantina~, Ravenna, 1973); 1977 ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშ. სიმპოზიუმზე (თბილისი – გელათი) წაიკითხა მოხსენება მცხეთის ჯვრის შესახებ. თხზ.: L’architettura dall’ alto medioèvo nell’ Italia settentrionalle, 1942; L’arte preromanica in Liguria ed i relievi decorativi nei sècoli barbari, 1942; Werdendes Abendland, 1967. ვ. ბერიძე.