ვერხნიაია-ეშერა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერხნიაია-ეშერა (1955-მდე – ზემო ეშერა), სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთში. თემის ცენტრი (სოფლები: ვ.-ე., ამ-ბარიხუწა, აღდარა, აძიგეჟი, უაზაბაა). ზ. დ. 220 , სოხუმიდან 14 კმ. 738 მცხ. (1989). სოფლის ტერიტორიაზეა ზედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული აძაბის მღვიმე, გვირაბი და ფარდული.