ვერხოვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერხოვანი, ნასოფლარი თუშეთში (ახმეტის მუნიციპალიტეტის ომალოს თემი). ნასოფლარის განაპირას დგას გვიანდ. შუა საუკუნეების ფიქლით ნაგები ექვსსართულიანი კოშკი, რ-იც გადახ-ურული ყოფილა ფიქლისავე ცალფერდა სახურავით. ძეგლი დაზიანებულია. ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2004.