ვესელოვსკი ალექსანდრე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვესელოვსკი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე [4(16). II. 1838, მოსკოვი, – 10(23). X. 1906, პეტერბურგი), ლიტერატურის ისტორიკოსი, ფოლკლორისტი, პეტერბურგის უნ-ტის პროფესორი (1878), პეტერ-ბურგის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1880). შედარებით-ისტ. ლიტერატურათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. თავდაპირველად მითოლ. სკოლის მიმდევარი იყო, თუმცა მის ზოგიერთ კონცეფციას არ იზიარებდა. ვ-ს პირველი დიდი ნაშრომი, რ-იც შედარებით-ისტ. მეთოდის საფუძველზე შეიქმნა, იყო “სლავური თქმულებები სოლომონსა და კიმოვრასზე” და “დასავლური ლეგენდები მეროლფსა და მერლინზე” (1872). შემდეგ ვ-მ გამოაქვეყნა ფუნდამენტური შრომები ბოკაჩოს, დანტეს, პეტრარკას, პუშკინის, ჟუკოვსკის შემოქმედების შესახებ. ლიტ-რისა და ხელოვნების გენეზისისა და ევოლ. პრობლემის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი “სიუჟეტების პოეტიკა” (1897) და”ისტორიული პოეტიკის სამი თავი” (1899). ვ. მასალას კრებდა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ზეპირსიტყვიერებიდან. იგი იცნობდა და თავის შრომებში იყენებდა ქართ. მითოლოგიასა და ფოლკლორს. თხზ.: Собр. соч., т. 1–6, 8, 16, СПб.–М.–Л., 1908–38 (დაუმთავრებელია); Историческая поэтика, изд. В. М. Жирмунского, Л., 1940. ლიტ.: Гусев В. Е., А. Н. Веселовский и проблемы фольклористики, «Известия АН СССР. Отделение литературы и языка», 1957, т.16, в. 2. ჯ. ბარდაველიძე.