ვეფხვაძე ივანე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ი. ვეფხვაძე.png


ვეფხვაძე ივანე ალექსის ძე (18. II. 1888, თბილისი, – 13. IV. 1971, იქვე), ფერმწერი. საქართვ. სახ. მხატვარი (1965). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1928), მისი პედაგოგები იყვნენ გ. გაბაშვილი და ე. ლანსერე. შემოქმედების პირველ პერიოდში ხატავდა ძვ. თბილისის ამსახველ კამერულ სურათებს: “მზითევის გადატანა” (1918, კერძო კუთვნილება), “თავადები და მედუქნე”, “თბილისელი ვაჭრები” (ორივე 1918, კერძო კუთვნილება), “ძველი თბილისი” (1930) და სხვ. სურათების გარდა (პორტრეტები, პეიზაჟები, ინტერიერები), ვ. ხატავდა ფერწერულ აბრებსა და კინოპლაკატებს (იყო ერთ-ერთი პირველი კინოპლაკატისტი). თბილ. აღმასკომის მუზეუმის დაკვეთით [ამჟამად ი. გრიშაშვილის სახ. თბილ. ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)] 1927–30 მონაწილეობდა ძვ. თბილისისადმი მიძღვნილი ნახატების სერიის შექმნაში (“ძველი თბილისის პეიზაჟები”). საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ზოოლ. განყ-ბისათვის შეასრულა სავიტრინე პეიზაჟი – პანორამა (ამჟამად ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმი). შემდგომში შექმნა რევ. მოღვაწეთა პორტრეტები. ბოლო პერიოდში მიმართა ისტ.-რევ. და ჟანრულ თემებს: “გენერალ-პოლკოვნიკი კ. ლესელიძე სვანეთის მთებში” (1942), “სამგორის მშენებლობაზე” (1948) და სხვ.


ი. ვეფხვაძე შოთა რუსთაველი ვარძიაში.png