ვეფხვაძე კონსტანტინე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეფხვაძე კონსტანტინე ფარნაოზის ძე (7. IV. 1898, სოფ. ზვარე, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 29. XII. 1974, თბილისი), ონკოლოგი, მეცნ. ონკოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1938). პროფესორი (1939), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1924 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1945–74 განაგებდა თბილ. ექიმთა დახელოვნების სახელმწ. ინ-ტის ონკოლოგიის კათედრას. ვ-ის სამეცნ. შრომები ეძღვნება თეორ. და კლინ. ქირურგ. და ონკოლოგიის აქტუალურ საკითხებს. იკვლევდა ავთვისებიანი სიმსივნეების, კერძოდ, სარძევე ჯირკვლისა და ძვლის კიბოს წარმოქმნის, განვითარების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, აგრეთვე ავთვისებიანი სიმსივნეების ეპიდემიოლოგიისა და სამრეწვ. ტრავმატიზმის საკითხებს. შეადგინა ზოგადი ქირურგ. პირველი სახელმძღვანელო ქართ. ენაზე (1933). იყო საქართვ. და თბილ. ონკოლოგთა სამედ.-სამეცნ. საზ-ბის თავ-რე (1955–74). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: ლულოვანი ძვლების ოსტეოგენური სარკომები, თბ., 1936; კიბო, თბ., 1948; ავთვისებიანი სიმსივნეები, თბ., 1952; ონკოლოგია, თბ., 1967 (მე-2 გამოც. – 1975).