ვეფხვაძე რევაზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რ. ვეფხვაძე.png


ვეფხვაძე რევაზ იასონის ძე (14. V. 1926, თბილისი, – 27. XII. 2001, იქვე), რენტგენოლოგ-რადიოლოგი და ონკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1969), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1986). საქართვ. მედ.(1997), სამედიცინო-ბიოლოგიურ (1997) და ეკოლ. მეცნ. აკად. (1998) წევრი. 1948 დაამთავრა თსსი. 1955–58 მუშაობდა თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის რენტგენო-რადიოლოგიის კათედრაზე. 1958–66 იყო რადიოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორ. ხელმძღვანელი, 1972–77 – დირექტორი, 1989-იდან – ონკოლოგიის სამეცნ. ცენტრის დირექტორი, 1999-იდან – ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე, 1972–2001 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთ. რადიოლოგი, საქართვ. რენტგენოლოგ-რადიოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე. დააარსა საქართვ. თერმოგრაფისტთა სკოლა. ვ. იკვლევდა ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკისა და სხივური მკურნალობის აქტუალურ საკითხებს. შესწავლილი აქვს ადამიანის და ცხოველის სასიცოცხლო ორგანოების დასხივების შემდგომი გართულებები, მათი პროფილაქტიკისა და მკურნა-ლობის მეთოდები. შეიმუშავა და პრაქტიკაში დანერგა სხივური თერაპიის ოპტიმიზაციის, თერმოდიაგნოსტიკისა და რენტგენოგრაფიის მეთოდები და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილ-დოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997). თხზ.: გამათერაპია, თბ., 1980; Лучевые осложнения почек, Тб., 1967; Медицинская термография, Тб., 1975.