ვეფხვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეფხვი.png


ვეფხვი (Panthera tigris), მტაცებელი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა. არსებობს 3 ქვესახეობა: ამურული (P. t. altaica), კორეული და თურანული (P. t. virgata), ვ-ის სხეულის სიგრძე – 290 სმ, კუდისა – 110 სმ, მასა 320 კგ აღწევს. სხეული მოყვითალო და შავზოლებიანია. გავრცელებულია შუა აზიაში, კასპიის ზღვის სანაპიროზე – ლენქორანში, თალიშში, თურანსა და ირანში. საქართველოში თურანული ვ-ის შემოსვლის რამდენიმე შემთხვევაა აღრიცხული. XVIII ს-ში ორი ვ. მოკლეს ჭარ-ბელაქანში, ერთი – ახმეტის მახლობლად, ერთიც – 1922 თბილისთან ახლოს, სოფ. ლელობთან. ვ. ბინადრობს ტყე-ბუჩქნარიან მდინარის სანაპირო, უფრო ტუგაის ტიპის ტყეში. იკვებება გარეული და შინაური ცხოველებით, თავს ესხმის ადამიანსაც. 4 წლიდან ვ. მრავლდება ორ წელიწადში ერთხელ. მძუნაობს დეკემბერ-იანვარში, მაკეობა 112 დღ-ღ-მდე გრძელდება, მაისში შობს 2–4 ბოკვერს. ერთი თვის ბოკვრები უკვე დედას დასდევენ და ნადირობაში იწვრთნებიან. ვ. უძვირფასესი ზოოლ. ექსპონატია. რაოდენობრივი სიმცირის გამო შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის წითელ წიგნში. ა. არაბული.