ვეფხვის დატირება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეფხვის დატირება, მონადირეთა უძველესი ჩვეულება, ტოტემისტური რწმენის გადმონაშთი: მონადირე თითქოს ნანობს ნადირის მოკვლას, ბოდიშს იხდის მის წინაშე. ვეფხვს რამდენი ზოლიც ჰქონდა, იმდენი დატირება უნდა თქმულიყო. ვ. დ-ის ტექსტი შემორჩენილია ლექს-ფორმულების სახით. ლიტ.: ვირსალაძე ე., ქართული სამონადირო ეპოსი, თბ., 1964. ნ. შამანაძე.