ვეფხისციხე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეფხისციხე, ისტორიული სოფელი კახეთში, გაღმა მხარში. XVIII ს. 60-იან წლებში ლომისციხესთან ერთად ერეკლე მეფემ დაასახლა იმ სოფლების გადარჩენილი მოსახლეობით, რ-ებიც ლე-კებმა დაარბიეს. მდებარეობდა ყვარლის სამხრ.-დას-ით 1/2 კმ-ზე. ათწლოვანი შრომის შედეგად მოახალშენეებმა შეძლეს სამეურნეო ცხოვრების აღდგენა. ვ. სამეფო მფლობელობის სოფელი იყო, რ-საც მოურავი დავით ჩოლოყაშვილი განაგებდა. იხსენიება 1802 კახეთში დაწყებული ცნობილი მოვლენების დროს, როდესაც კახეთის მოსახლეობამ გაუქმებული ქართ. სახელმწ. აღდგენა სცადა – კარის მრჩეველი კარნეევი და გენ.-მ. გულიაკოვი მეამბოხე თავადის დავით ჩოლოყაშვილის შესაპყრობად მივიდნენ, მაგრამ იგი გაქცეული დახვდათ. 1804 წ. კამერალური აღწერით საბატონო და საეკლ. მფლობელობის სოფელია. წყარო: გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის თარგმ. და გამოც., ტ. 1, თბ., 1962; Акты, собранные Кавказской археографической комиссией (АКАК), т. 1, Тфл.,1866. ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973. ზ. ცინცაძე.