ვეშაპიძე შოთა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეშაპიძე შოთა ალექსის ძე (დ. 20. IX. 1954, სოფ. კაკაბეთი, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (2000), პროფესორი (2002). 1977 დაამთავრა თსუ-ის ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტი. იყო “ტექინფორმის” ეკონ. განათლების სექტორის გამგე (1985–87), საქ. კპ ცკ-ის მარქსიზმ-ლენინიზმის უნ-ტის დეკანი (1987–91), თსუ-ის საერთაშ. ბიზნესისა და ეკონ. მოძღვრებათა ისტ. კათედრის პროფესორი (2001–11), თბილ. სოც.-ეკონ. ინ-ტის (2007-იდან ევროპული უნ-ტი) პრორექტორი, შემდეგ კი – რექტორი (1992–2010); 2007-იდან არის საქართვ. ტექ. უნ-ტის პროფესორი, 2011-იდან – დავით აღმაშენებლის სახ. საქართვ. ეროვნ. თავდაცვის აკად. პროფესორი. მისი კვლევის სფეროა ქართ. ეკონ. აზრის ისტ., გლობალიზაციის, საერთაშ. ეკონ., მსოფლიო ეკონ. პრობლემები. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ. შ. სამი მონოგრაფიისა და ათი სახელმძღვანელოსი.