ვეჩერნი ტბილისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეჩერნი ტბილისი.png


“ვეჩერნი ტბილისი”, საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქალაქო გაზეთი. გამოდიოდა 1923-იდან კვირაში 4-ჯერ რუს. ენაზე (1985-იდან მთ. რედ. – ვ. ანასტასიადი) სხვადასხვა სახელწოდებით: “რაბოჩაია პრავდა”, “ტიფლისსკი რაბოჩი”, 1935 ეწოდა “ვ. ტ.” 1939 გაზეთის გამოცემა შეწყდა, აღდგა 1958. გაზეთის დევიზია: “თანხმობისა და თანამშრომლობისაკენ, მამულის აღორძინებისათვის”. მასში შუქდებოდა საქალაქო ცხოვრების პრობლემატიკის ყველა ასპექტი. 1993, სოხუმის მოვლენების შემდეგ, რედაქციის ბაზაზე გამოდიოდა გაზ. “დემო-კრატიჩესკაია აბხაზია”, 1993–2005 – ყოველკვირეული დამატება გაზ. “გოლოს აბხაზიი”. ჰქონდა ყოველთვიური ახალგაზრდული დამატება, აგრეთვე ყოველთვიური დამატება გაზ. “ფანჯარა” (1998–2000) ქართ. ენაზე.