ვეძისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეძისი, ქალაქისპირა სოფელი. მდებარეობდა თბილისის ჩრდ.-დას-ით, მტკვრის მარჯვ. მხარეს, ეკავა ახლანდ. ს. კანდელაკის ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია. სოფლის სახელი მომდი-ნარეობს სიტყვიდან “ვეძა. ვ-ს სამხრ-იდან და აღმ-იდან “საგაბაშვილო” ემიჯნებოდა, დას-ით და ჩრდ-ით – ნახშირგორისა და დიღმის (დიღმელთა) მამულები. ვ-ის შესახებ მეტად მწირი ცნობებია შემორჩენილი. დოკუმენტების მიხედვით იგი XVIII ს. 20-იან წლებში სახასო სოფელი ყოფილა. 1723, თბილ. დაკავების შემდეგ, კახეთის მეფეს კონსტანტინე II-ს იგი ციციშვილისთვის უბოძებია. ვ-ში, როგორც ჩანს, ძირითადად მევენახეობას მისდევდნენ. 1733 დოკუმენტი გვაუწყებს, რომ ვეძელები თურქების სასარგებლოდ იხდიან “კულუხს” (ღვინის გადასახადს). ვ-ში, ციციშვილების გარდა, ყმა გლეხებს ფლობდნენ თარხნიშვილები, სოლოღაშვილები, თუმანიშვილები. ჯერ კიდევ XX ს. 30-იან წლებში იყო 2 სოფელი – ქვემო ვ. და ზემო ვ. ქალაქის ტერიტორიას შემოუერთდა XX ს. 40–50-იან წლებში. ლიტ.: ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977. თ. ბერიძე.