ვეძისის სამარხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეძისის სამარხი, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხი. აღმოჩნდა 1965 თბილისში, საბურთალოს (ახლანდ. ს. ცინცაძის) ქუჩაზე მდებარე სახლის სარდაფში, 1,5 სიღრმეზე. გამოვლინდა მიცვალებულის ჩონჩხის ძვლები და სხვადასხვა მოყვანილობის თიხის ცხრა ჭურჭელი. სავარაუდოა, რომ აქ არსებობდა სამაროვანი, რ-იც სახლის მშენებლობის დროს დაზიანდა. მასალა ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის საცავებში.