ვეძისხევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეძისხევი, ნასოფლარი ყვარლის მუნიციპალიტეტში ალაზნის მარცხ. მხარეს, სოფ. შილდის მახლობლად. პირველად იხსენიება XII ს. დასაწყისში, როდესაც ვ. საფეოდალო მამულს წარ-მოადგენდა. ისტ. წყაროში (დავით აღმაშენებლის სიგელი არიშიანისადმი, XII ს. I მეოთხედი) მოხსენიებულია ჰერეთის ერთ-ერთი აზნაური, ვეძისხეველი ნიანია გრიგოლ მაოხრებლის შვილი, რ-იც ჰერეთის დიდებული აზნაურის, არიშიანის მფარველობაში იმყოფებოდა. უფრო გვიან, XVI ს. მიწურულიდან, ვ. მცხეთის საკათოლიკოსოს სამწყსოში შევიდა. წყარო: ცინცაძე ი., დავით მეფის სიგელი, «საქართველოს არქივი», წგ. 2, ტფ., 1927. ლიტ.: პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970. თ. პაპუაშვილი.