ვეჯინის განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეჯინის განძი.png


ვეჯინის განძი, თამარ მეფისა და დავით სოსლანის სახელით მოჭრილი სპილენძის მონეტების განძი (სულ 2759 ც., აქედან ქორონიკონიანია 2656 ც., უქორონიკონო – 103 ც.). ნაპოვნია 1924 სოფ. ვეჯინში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი), მონეტების შუბლზე ოთხსტრიქონიანი არაბული წარწერაა: “დედოფალი დედოფალთა, შვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ, ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემლისა”; ზურგზე – თამარისა და დავითის დაქარაგმებული სახელები და მოჭრის თარიღი ქორონიკონით 420 (1200). უქორონიკონო მონეტები კი მოჭრილი უნდა იყოს თამარისა და დავითის შეუღლებიდან (1189-იდან) დავითის გარდაცვალებამდე (1207). ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; ლომოური თ., თამარის ფულების განძი, «თსუ შრომები», 1936, ტ. 1. ი. ჯალაღანია.