ვეჯინის საერისთავო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეჯინის საერისთავო, ვეჟინის საერისთავო, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული XI ს. კახეთ-ჰერეთის სამეფოში. შექმნა კვირიკე III-მ. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ვეჯინის (ვეჟინის) ერისთავს ექვემდებარებოდა ტერიტ. “ქისიყის საზღვარს ზეით თურდოს ხევამდე და ალაზანსა და ჰერეთის მთის შიგნით, რომელ არს შიგნით-კახეთი”. სავარაუდოა, რომ ვ. ს. დავით აღმაშენებელმა კახეთ-ჰერეთის შემოერთების შემდეგ გააუქმა. წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973. ლიტ.: ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003. მ. ბახტაძე.