ვივალდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა. ვივალდი.png


ვივალდი (Vivaldi) ანტონიო (4. III. 1678, ვენეცია, – 28. VII. 1741, ვენა), იტალიელი კომპოზიტორი, ვირტუოზი მევიოლინე, დირიჟორი და პედაგოგი. XVIII ს. იტალ. სავიოლინო სკოლის უდიდესი წარმომადგენელი. სწავლობდა თავის მამასთან, ჯოვანი ბატისტასა (ვიოლინო) და ლეგრენცისთან (კომპოზიცია). 1714 ვენეციაში ხელმძღვანელობდა კონსერვ. “დელა პიეტას” ორკესტრსა და გუნდს. ვ-მ შექმნა საკრავიერი სოლო კონცერტის ჟანრი, გავლენა იქონია ვირტუოზული სავიოლინო ტექ. განვითარებაზე. ვ. საანსამბლო-საორკესტრო კონცერტის – “კონჩერტო გროსოს” – ოსტატია. დაწერილი აქვს ოპერები, კანტატები, სიმფონიები, 460-ზე მეტი კონცერტი, მ. შ. პროგრამულ-სიმფ. მუსიკის ფუძემდებლური ნაწარმოებები “წელიწადის დრონი”, საეკლ. ნაწარმოებები და სხვ. აღსანიშნავია ვ-ს მიერ კავკ. (საქართველო და სომხეთი) თემაზე დაწერილი ოპერები “არსილდა, პონტოს დედოფალი” (ლიბრეტო დ. დალისა, 1716), “მითრიდატე” (1724), “ტიგრანი” (1724, ლიბრეტო ზილვანისა).