ვითიბი ჯგუფი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვითიბი ჯგუფი (VTB Group), საერთაშორისო ფინანსური ჯგუფი, ოპერირებს ევროპის, აზიისა და აფრიკის 20-ზე მეტ ქვეყანაში. ჩამოყალიბდა 2002–04 “ვითი ბანკის” (ყოფ. “ვნეშტორგბანკ-ის”) საფუძველზე. საფინანსო ბაზრებს იგი სთავაზობს საცალო და კორპორატიული საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს. ვ. ჯ-ს 1000-ზე მეტი გაყიდვის წერტილი გააჩნია მსოფლიოში. ვ. ჯ-ში შედის ღია სააქციო საზ-ბა “ვითიბი ბანკი”, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები, რ-თა საწესდებო კაპიტალში ბანკის წილობრივი მონაწილეობა შეადგენს ხმის მიცემის პრო-ცესში მონაწილე აქციების წილის საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს და რ-ებიც, ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის მიხედვით წარმოადგენენ საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციებს. საქართველოში ვ. ჯ-ის წევრია სააქციო საზ-ბა “ვითიბი ბანკი ჯორჯია”.