ვიმ-ბილ-დან საქართველო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ვიმ-ბილ-დან საქართველო” (შპს), კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, საერთაშორისო კომპანია, “პეპსიკოს” (PepsiCo) ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. ამოქმედდა 2009 თბილისში (ისანი-სამგორის, ახლანდ. კრწანისის რ-ნი, სოფ. ფონიჭალა), როგორც რუს. კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის “ვიმ-ბილ-დანის” შვილობილი კომ-პანია. “ვ.-ბ.-დ.ს-ს” რძის საწარმო აშენდა 2008 შპს “ქართული პროდუქტის” (რ-იც ასევე აწარმოებდა რძის პროდუქტებს) საწარმოს ბაზაზე. ძვ. საწარმოს შენობა-ნაგებობანის დემონ-ტაჟის შემდეგ, მის ადგილზე აიგო სრულიად ახ., თანამედროვე დანადგარებითა და სტანდარტების დაცვით აღჭურვილი ქ-ნა. პირველი პროდუქცია საწარმომ გამოუშვა 2009. მისი საპროე-ქტო სიმძლავრეა 80 რძის პროდუქცია დღეში. კომპანია აწარმოებს 30 დასახელების რძის პროდუქტს, რ-იც გამოდის სამი სავაჭრო ნიშნით: “სოფლის ნობათი” (რძე, არაჟანი, მაწონი, კეფირი, ხაჭოს დესერტი), “ჩუდო” (მოჭიქული ხაჭო, ხაჭოს დესერტი, იოგურტი, არომატული რძე), “მე მარგო” (რძე, არაჟანი, მაწონი). საწარმო მარაგდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან შემოტანილი ნედლეულითა და ინგრედიენტებით. პროდუქციის გასაღების ძირითადი ბაზარია საქართველო, ნაწილი გადის საექსპორტოდ (აზერბაიჯანი, სომხეთი). საწარმოს პროდუ-ქციას მიღებული აქვს ჯილდოები სხვადასხვა ნომინაციებში. 2011-იდან კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა კვების პროდუქტებისა და გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი საერთაშ. ამერიკული კომპანია “პეპსიკო”, რ-საც აქვს ფილიალები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ პერიოდიდან “ვ.-ბ.-დ.ს.”, გარდა რძის პროდუქტებისა, მომხმარებელს სთავაზობს “პეპსიკოს” ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში წარმოებულ სხვადასხვა სახის კვების პროდუქტს: გაზიან გამაგრილებელ სასმელს “პეპსი”, ხილის წვენებს – “სანდორა”, “სადაჩოკი”, “ჯეი-7”, ჩიპსებს – “ლეისი”, “დორიტოსი”, ორცხობილა – “ხრუსტი-მი” და სხვ. კომპანია “ვ.-ბ.-დ.ს.” ეწევა ქველმოქმედებას და სპონსორობას უწევს მრავალ პროექტს.