ვინერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნ. ვინერი.png


ვინერი (Wiener) ნორბერტ (26. XI. 1894, კოლუმბია, მისურის შტატი, აშშ, – 18. III. 1964, სტოკჰოლმი), ამერიკელი მეცნიერი, კიბერნეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 14 წლისამ შეისწავლა უმაღლესი მათემატიკა, 18 წლისა უკვე ჰარვარდისა უნ-ტების ფილოს. დოქტორი იყო მათემატიკურ ლოგიკაში. განათლება მიიღო ჰარვარდის, კემბრიჯისა და გეტინგენის უნ-ტებში. 1919–32 იყო მასაჩუსეტსის ტექნოლ. ინ-ტის მასწავლებელი, ხოლო 1932-იდან – პროფესორი. 1920–30 სახელი გაითქვა როგორც მათემატიკოსმა. მისი შრომები ეხება პოტენციალის თე-ორიისა და ჰარმონიული ფუნქციების საკითხებს, ფურიეს გარდაქმნებსა და მწკრივებს, ტაუბერის ტიპის თეორემებს, ზოგადი ჰარმონიული ანალიზის საკითხებს და სხვ. შემთხვევით პროცესთა თეორიაში დიდი მნიშვნელობა აქვს მის მიერ შემოღებულ ზომას უწყვეტ სივრცეში (“ვინერის ზომა”). II მსოფლიო ომის დროს (1939–45) ვ. მუშაობდა ელექტრული ქსელებისა და გამოთვლითი ტექ. საკითხებზე. ა. კოლმოგოროვისგან დამოუკიდებლად განავითარა სტაციონარულ შემთხვევით პროცესთა ინტერპოლაციისა და ექსტრაპოლაციის თეორია. 1945–47, როდესაც იგი მეხიკოს კარდიოლოგიის ინ-ტში მუშაობდა, დაებადა იდეა ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის პროცესის, მართვისა და კონტროლის შემსწავლელი ერთიანი მეცნ. შექმნისა. ამ მეცნიერებას მან კიბერნეტიკა უწოდა. ბუნებრივია, რომ ცოდნის ახ. დარგის (კიბერნეტიკის) ჩამოყალიბებაში სხვებსაც მიუძღვით წვლილი, მაგ., მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამერ. მეცნიერმა კ. შენონმა. მაგრამ ვ-ის დამსახურება უდავოდ დიდია თანამედროვე მეცნ. და ტექნიკისათვის კიბერნ. მნიშვნელობის პროპაგანდის საქმეში. საყურადღებოა ვ-ის გამონათქვამები მეცნიერთა მორალური პასუხისმგებლობის შესახებ მშვიდობის შენარჩუნებაში. დიდი გამოხმაურება პოვა მწერალ-ფანტასტთა ნაწარმოე-ბებში ვ-ის იდეამ “მანქანების აჯანყების” შესაძლებლობის შესახებ. 1962–63 ვ-თან მიმოწერა ჰქონდა შ. ადეიშვილს, “კიბერნეტიკა, ანუ მართვა და კავშირი ცხოველსა და მანქანაში”. ქართულ თარგმანთან დაკავშირებით, რ-იც შესრულდა. ვ-ის მეორე (1961) შევსებულა გამოცემიდან. თარგმანს დაერთო დამატებები და განმარტებები ქართველი სტუდენტებისათვის, რისთვისაც ვ-მა შ. ადეიშვილს მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით ვ-მა შ. ადეიშვილს გამოუგზავნა თავისი შრომების ბიბლიოგრაფია. 1962 მათემატიკოსთა საერთაშ. კონგრესზე სტოკჰოლმში ვ-ს შეხვდნენ ქართვ. მათემატიკოსები ი. ვეკუა და გ. ჭოღოშვილი, რ-ებმაც აცნობეს ვ-ს, რომ ქართ. ენაზე გამოიცა მისი წიგნი “კიბერნეტიკა და საზოგადოება” (1950). თხზ.: კიბერნეტიკა და საზოგადოება, თარგმ. შ. ადეიშვილისა, თბ., 1961.