ვირზე შესმა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვირზე შესმა, ვირს აღსმა, გამაწბილებელი სასჯელის სახეობა ძველ საქართველოში. წყაროებში იხსენიება V ს-იდან. დამნაშავის ვ. შ. და საჯაროდ ტარება მძიმე სასჯელად ითვლებოდა. მისი მიზანი იყო დამნაშავისათვის მორალური ტანჯვის მიყენება. ასე სჯიდნენ, პირველ ყოვლისა, გაბატონებული ზნეობის დამრღვევთ – მრუშებს, ავხორცებსა და მუცლის მოშლაში მხილებულთ, აგრეთვე ხელმწიფის საწინააღმდეგო შეთქმულების მონაწილეებს. გვიანდ. ფეოდ. ხანაში დასასჯელს ვირზე პირუკუღმა შესვამდნენ და კუდს ხელში დააჭ-ერინებდნენ. ამ სასჯელს საჯაროდ XX ს-მდე იყენებდნენ. წყარო და ლიტ.: ბაგრატიონი დ., საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა, ა. როგავას გამოც., თბ., 1959; ნადარეიშვილი გ., განქორწინება ქართული სამართლის მიხედვით, კრ.: ქართული სამართლის ისტორიის საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1973; სახოკია თ., ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი, ტ. 1, თბ., 1950. გ. ნადარეიშვილი.