ვირსალაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა. ვირსალაძე.png


ვირსალაძე (ქალიშვილობის გვარი – აბდუშელიშვილი) ანასტასია დავითის ასული [29. X (10. XI). 1883, ქუთაისი, – 5. IX. 1968, თბილისი], პიანისტი და პედაგოგი, ქართ. პიანისტური (საშემსრულებლო და პედაგოგიური) სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. სახ. არტისტი (1960). 1909 წარჩინებით დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია (ხელმძღვ. პროფ. ა. ესიპოვა). იგი იყო პირველი ცნობილი ქართვ. მუსიკოსი ქალი, რ-მაც უმაღლესი მუს. განათლება მიიღო. 1921–68 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში. 1932-იდან იყო პროფესორი, მრავალი წლის განმავლობაში – კათედრის გამგე. 1926 შემოქმედებითი მივლინებით იყო ბერლინში. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. იყო პიანისტების II (1935) და III (1937) საკავშ. კონკურსების ჟიურის წევრი. კონსერვატორიასთან “ნიჭიერ ბავშვთა ჯგუფის” დაარსებიდან (1934; 1938-იდან – ცენტრ. მუს. ათწლედი) იყო მისი პროფესორი, აღზარდა 100-ზე მეტი მოწაფე (მ. შ. დ. ბაშკიროვი, ე. კ. ვირსალაძე, ლ. ვლასენკო). შექმნა საფორტეპიანო სკოლა, რ-თვისაც დამახასიათებელია სტილის ფაქიზი შეგრძნება, დახვეწილი გემოვნება, ბგერის მაღალი კულტურა. პერიოდულად გამოდიოდა საკონცერტო ესტრადაზე როგორც სოლისტი და ანსამბლისტი. მაღალი პროფ. ოსტატობით ასრულებდა ლ. ვან ბეთჰოვენის, ფ. შოპე-ნის და სხვ. ნაწარმოებებს. ვ. ავტორია მრავალი მეთოდოლ. ხასიათის წერილისა და მოგონებისა თავისი მასწავლებლის ა. ესიპოვას შესახებ. ვ-ის სახელი მინიჭებული აქვს თბილ. ხელოვ-ნების ერთ-ერთ სკოლას. ლიტ.: ტორაძე გ., ანასტასია ვირსალაძე, თბ., 1981; Анастасия Виპсаладзе. Сб., сост. Г. Тоპадзе, Тб., 1985; Башкиров Д., О моем первом профессоре, «Советская музыка», 1977, №3. გ. ტორაძე.