ვირსალაძე ელისო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ე. კ. ვირსალაძე.png


ვირსალაძე ელისო კონსტანტინეს ასული (დ. 14. IX. 1942, თბილისი), პიანისტი. საქართვ. (1974) და სსრკ (1989) სახ. არტისტი. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიისა (1983) და ზ. ფალიაშვილის სახ. პრემიის (1991) ლაურეატი. ა. ვირსალაძის შვილიშვილი და მოწაფე. 1964 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია. ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკ. კონსერვატორიაში (ხელმძღვ. პროფ. ი. ზაკი). ვ-ის ხელოვნებამ ფართო საერთაშ. აღიარება მოიპოვა. იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მუსიკოსია. ვ-ის შესრულება გამოირჩევა უმაღლესი მუს. კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით, მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. გასტროლებს მართავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (აშშ, ინგლისი, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, გერმანია, ბულგარეთი, იტალია, იაპონია, არგენტინა და სხვ.). არის მსოფლიო ახალგაზრდობის ვენის მუს. ფესტივალის ლაურეატი (1959). მოსკ. სა-კავშ. (1961, III პრემია) და პ. ჩაიკოვსკის სახ. საერთაშ. (1962, III პრემია) კონკურსების, აგრეთვე ცვიკაუს (გდრ) შუმანის სახ. საერთაშ. კონკურსის (1966, I პრემია) ლაურეატი. 1967-იდან ვ. პედ. მოღვაწეობას ეწევა მოსკ. კონსერვატორიაში. არის მოსკოვისა (1979-იდან) და მიუნხენის (1995-იდან) კონსერვატორიების პროფესორი, ფლორენციის სამუსიკო სკოლის პედაგოგი (2010-იდან პროფესორი). მისი ინიციატივით 1982 დაარსდა ქ. თელავის მუს. ფესტივალი “ქება ვაზისა” (გაიმართა ხუთჯერ, განახლდა 2010-იდან). ლიტ.: ტორაძე გ., უკრავს ელისო ვირსალაძე, «საბჭოთა ხელოვნება», 1959, #1; მისივე, შთაგონებული შემოქმედი, «ლიტერატურული საქართველო», 1983, #6; მისივე, თაიგული ელისო ვირსალაძეს, წგ.: ქართული მუსიკა საუკუნის გადასახედიდან, თბ., 1998; მისივე, ელისო ვირსალაძე, თბ., 2012; Александров Б., Элисо Вирсаладзе, «Советская музыка», 1971, №10; Ц ы п и н Г., Портреты современных пианистов, М., 1982. გ. ტორაძე.

ე. კ. ვირსალაძე როიალთან.png