ვირსალაძე თინათინ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვირსალაძე თინათინ ბაგრატის ასული (26. X. 1907, თბილისი, – 28. X. 1985, იქვე), მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1976). 1925–26 სწავ-ლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში. 1929 დაამთავრა თსუ-ის პედ. განყ-ბა, 1936 კი – ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის ინ-ტის ასპირანტურა. 1937–41 მუშაობდა მუზეუმ “მეტეხში”, 1941-იდან მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ საქართვ. მეცნ. აკად. ქართული ხელოვნ. ისტორიის ინ-ტში (შემდგომში გ. ჩუბინაშვილის სახელობისა), იყო სახვითი ხელოვნების განყ-ბის ხელმძღვანელი (1985-მდე). ვ-ის სამეცნ. მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო შუა საუკუნეების ქართ. ფერწერა. მის შესწავლას, სისტემატიზებასა და ევოლ. გზების დადგენას მეცნიერმა დიდი ღვაწლი დასდო: შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები ამ დარგში. ვ-მ ღრმა სტილისტური და ისტ. ანალიზის საფუძველზე გამოავლინა ქართ. კედლის მხატ-ვრობის ეროვნ. თავისებურებანი, მისი მიმართება ბიზანტ. მხატვრობასთან, მოხატულობათა თემატიკის კავშირი ქვეყნის თანადროულ ისტ. ვითარებასთან. მანვე წამოჭრა ძვ. ქართ. მონუმენტური მხატვრობის რეგიონალური სკოლების არსებობის აუცილებლობა. ვ-ს ეკუთვნის მნიშვნელოვანი ნაშრომები XX ს. ქართ. მხატვრობის თაობაზე. მონაწილეობდა ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილ პირველ (1974, ბერგამო) და მეორე (1977, თბილისი) საერთაშ. სიმპოზიუმებში. თხზ.: გელათი, თბ., 1982 (თანაავტ. რ. მეფისაშვილი, ქართ. და ინგლ. ენებზე); ატენის სიონის მოხატულობა, თბ., 1984 (ქართ. და რუს. ენებზე); Фрагменты древней фресковой росписи Главного Гелатского храма, «ქართული ხელოვნება», 1959, ტ. 5; Фресковая роспись в церкви Архангелов села Земо-Крихи, იქვე, 1963, ტ. 6 (სერია А); Роспись Иерусалимского Крестового Монастыря и портрет Шота Руставели, Тб., 1973; Основные этапы развития грузинской средневековой монументальной живописи, Тб., 1977. მ. დიდებულიძე.