ვირშელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვირშელი, ცხრაზმისხევის (ქსნის) ერისთავი XIV ს. I ნახევარში, ლარგუელ II-ის ძე, გიორგი V ბრწყინვალის თანამედროვე. ვ. მეფესთან ერთად ებრძოდა “ოსთა გორს მყოფთა”. გორის აღების შემდეგ უთანხმოება მოხდა ქსნის ხეველებსა და არაგვის მთიულებს შორის. უფლისწულ დავით გიორგის ძის წინააღმდეგობის მიუხედავად შეტაკება მაინც მოხდა. არაგვისხეველები დამარცხდნენ. ვ-ის ერისთავობაში ქვენიფნევს საზრდოობდა 55 სახლი “უძლურთა და დავრდომილთა”, “და სამარადისოდ ყოველი პატრონისა ტაბლისაგან მიეცემოდა დღითი დღე”. ვ-ს და მის მეუღლე გვანცას ჰყავდათ სამი ვაჟი: ქუენიფნეველი, იოვანე და გიორგი. წყარო: ახალი ქართლის ცხოვრება. მეორე ტექსტი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ძეგლი ერისთავთა, შ. მესხიას გამოც., «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 30. მ. ზალდასტანიშვილი.