ვისია, ვისია ქალი ლამაზი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ვისია, ვისია ქალი ლამაზი”, ქართული (ქართლური) ხალხური მაყრული სიმღერა, საქორწილო ცერემონიალის შემადგენელი ნაწილი. სრულდება ანტიფონურად (ორპირულად). სიმღერა კუპლეტური აღნაგობისაა და შედარებით ნელი ტემპით და ამაღლებული განწყობით სრულდება, ფერხულზე გადასვლისას კი ტემპი ჩქარდება. ლიტ.: ჩხიკვაძე გ., ქართული ხალხური სიმღერა, თბ., 1960. ო. ჩიჯავაძე.