ვისოცკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფ. ვისოცკი.png


ვისოცკი ფელიქს მიხეილის ძე (20. XI. 1909, რიგა, – 1. VIII. 1982, თბილისი), კინოოპერატორი. საქართვ. სახ. არტისტი (1979). დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის საოპერატორო ფაკ-ტი (1936). 1926–31 მუშაობდა კინოს რეკლამის მხატვრად. 1936–82 კინოსტუდია “ქართულ ფილმში” გადაიღო 30-მდე მხატვრული ფილმი, მ. შ. “დაგვიანებული სასიძო” (1939), “ქაჯანა” (1941), “ხიდი” (1942), “ოქროს ბილიკი” (1945), “აკაკის აკვანი” (1947), “ორი ოკეანის საიდუმლოება” (I–II სერია, 1955–56), “ყვავილი თოვლზე” (1959), “კეთილი ადა-მიანები” (1961), “ზღვის ბილიკი” (1962), “ხევისბერი გოჩა” (1964), “შეხვედრა წარსულთან” (1966), “მოლოდინი” (1969), “სემირამიდას ბაღები” (1970), “გაქცევა გათენებისას” (1975), “სამი ალიყური” (1982) და სხვ. გადაიღო აგრეთვე მრავალი დოკუმენტური ფილმი და სიუჟეტი, ფილმი-ბალეტი “ოტელო” (1961). ვ. გამოირჩეოდა საკუთარი ხელწერითა და დახვეწილი გემოვნებით. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.