ვიქტორია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიქტორია.png



ვიქტორია (Victoria), წყლის მცენარეთა გვარი დუმფარასებრთა ოჯახისა. აქვს წყალზე მოტივტივე დიდი ზომის აკეცილკიდეებიანი ფოთლები; ფოთლის ქვედა მხარეზე განვითარებულია მსხვილი ძარღვების ქსელი, რ-იც შეიცავს ჰაერშემცველ ქსოვილს. გვარში 2 სამხრეთამერიკული სახეობაა: ამაზონის ვ. (V. amazonica, V. regia) იზრდება მდ. ამაზონის აუზში, მისი ფოთლის დიამეტრი 2 აღწევს და 50 კგ-ზე მეტ ტვირთს უძლებს. დიდი (დიამეტრი 25–35 სმ) და სურნელოვანი ყვავილი აქვს, რომელიც ყვავილობს 2 დღე-ღამის განმავლობაში, ამ დროს გვირგვინის ფურცლების ფერი იცვლება თეთრი და ვარდისფრიდან – ჟოლოსფრამდე. დღისით ყვავილი იკეცება და ეშვება ფსკერზე, სადაც შავთესლიანი ნაყოფი ვითარდება. მეორე სახეობა (V. cruziana) გვხვდება მდ. პარანის აუზში (პარაგვაი, ბოლივია). მისი ფოთლის დიამეტრი 1,4 აღწევს. ორივე სახეობას აშენებენ ორანჟერეებში. თბილ. ბოტან. ბაღში კარგად ხარობს V. cruziana. გ. ნახუცრიშვილი.