ვიწროლიანდიანი რკინიგზა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიწროლიანდიანი რკინიგზა.png


ვიწროლიანდიანი რკინიგზა, რკინიგზა, რომლის ლიანდის სიგანე (600-იდან 1200 მმ-მდე) ნაკლებია ჩვეულებრივზე (1500 მმ). არსებობს საერთო სარგებლობის და სამრეწვ. დან-იშნულების მიწისზედა და მიწისქვეშა ვ. რ-ები, რ-თა სტანდ. სიგანეა: მიწისზედასი – 750 მმ, მიწისქვეშასი კი – 600–700 მმ (შახტებში) და 750 მმ (მაღაროებში). სამრეწვ. ობიექტებს ემსახურება და მუშაობის ხასიათის მიხედვით არის: მუდმივი (ძირითადი), დროებითი (რამდენიმე წელიწადს მოქმედი) და მუშა ვ. რ. უკანასკნელი უშუალოდაა და-კავშირებული საწარმოს ტექნოლ. პროცესებთან და ექსპლუატაციის პროცესში ხდება მათი სივრცის ცვლილება, მაგ., კარიერების სანგრევის ლიანდი, ნაყარის ლიანდი, ხეტყის გადასატანი, ჩარ-ჩოსებრი გადასატანი ლიანდი ტორფის საბადოებზე, ამწის გადასაადგილებელი ლიანდი მშენებლობებზე და სხვ. ვ. რ-ის მშენებლობა ხელსაყრელი, სწრაფი, იაფი და მომგებიანია ფართოლიანდიან რკინიგზასთან შედარებით, მიწის სამუშაოების მოცულობა მცირეა, მსუბუქია მისი საინჟ. ნაგებობ-ები და რელსები. იგი საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ მცირე რადიუსის მოსახვევები და ციცაბო აღმართები, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია რთულ რელიეფზე რკინიგზის გაყვანისას. ვ. რ-ით ფართოდ სარგებლობენ იაპონიაში (სიგანე 1067 მმ), ამასთან, ამ ხაზებზე მატარებლების მოძრაობის საშ. სიჩქარეა 200 კმ/სთ. საფრანგეთში გავრცელებული იყო ე. წ. დეკავილური (500 მმ) ვ. რ., ინდოეთში გავრცელებულია 634 მმ, 736 მმ და 1000 მმ სიგანის ვ. რ. ამ სახის რკინიგზით სარგებლობენ ესპანეთში, ბრაზილიაში, შვეიცარიაში, შვედეთში, ჩეხეთში, ავსტრიაში, ფინეთში, კორეაში და რიგ სხვა ქვეყნებში, XX ს. 50-იან წლებამდე იყენებდნენ საბჭოთა კავშირშიც, სადაც 1947 მონაცემებით, მისი საერთო სიგრძე აღწევდა 14 ათას კმ. შემდგომ წლებში ვ. რ-ის ნაწილი გაუქმდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვ. რ. ასევე გამოიყენება როგორც საბავშვო რკინიგზა. საქართველოში ვ. რ-ს იყენებდნენ გარკვეული რაიონის (მაგ., შორაპან–ჭიათურის უბანი; ექსპლუატაციაში იყო 1895–1956), ასევე ტურისტული და საკურორტო ზონის მომსახ-ურებისათვის. მისი საუკეთესო ნიმუშია ბორჯომ–ბაკურიანის ვ. რ., რ-ის მშენებლობა 1897 დაიწყო. რთული კლიმ. პირობების გამო იგი გაგრძელდა ოთხ წელიწადს, მიმოსვლა გაიხსნა 1901. ლიანდის სიგანეა 912 მმ. ამ რკინიგზისათვის ინგლისში სპეციალურად დაუკვეთეს “პორტერის” ტიპის ორთქლმავალი. მატარებელს ებმოდა ღია ტიპის ვაგონები, რ-ებიც მხოლოდ მოაჯი-რებით იყო შემორაგული. 1967 პატარა ორთქლმავალი ელექტრომავალმა ჩაანაცვლა; განახლდა ვაგონები, ხოლო 2011 ჩაუტარდა სრულყოფილი რეკონსტრუქცია. 37 კმ სიგრძის ხაზი მთლიანად ელექტრიფიცირებულია (1,5 კვ ძაბვის მუდმივი დენით). 1905-იდან თბილისში მოქმედებს ვ. რ. (სიგანე 980 მმ) მთაწმინდის ფუნიკულიორზე. 1935 მუშთაიდის ბაღში გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა.