ვიხოდცევა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიხოდცევა თამარ მიხეილის ასული (23. XII. 1907, თბილისი, – 2. IX. 1993, იქვე), ქართული ბალეტის მსახიობი, კლასიკური ცეკვის პედაგოგი. საქართვ. დამს. მასწავლებელი (1961). 1917–20 სწავლობდა თბილისში ა. ინოჩენცის, 1920–21 – მ. მორდკინის კერძო საბალეტო სტუდიებში, ხოლო 1921–26 – მ. პერინის საბალეტო სკოლა-სტუდიაში. 1924–37 თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი მოცეკვავე იყო (ცეკვავდა წამყვან პარტიებს როგორც ქართ., ისე საზღვარგარეთულ ბალეტებში), 1936–91 კი იყო თბილ. ვ. ჭაბუკიანის სახ. ქორეოგრაფ. სასწავლებლის კლასიკური ცეკვის პედაგოგი. მან აღზარდა არაერთი შესანიშნავი მოცეკვავე (ნ. ანანიაშვილი, ლ. მითაიშვილი, ლ. ბაბკოვა, თ. სანაძე, ი. ზელენსკი და სხვ.), რ-ებმაც სახელი გაითქვეს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ა. ჩხეიძე.