ვლადიმიროვი ლევ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლ. ვლადიმიროვი.png


ვლადიმიროვი ლევ ალექსანდრეს ძე [10 (23). XII. 1903, ქ. ალექსანდროპოლი (ახლანდ. ქ. გიუმრი, სომხეთი), – 10. I. 1989, თბილისი], გეოგრაფ-ჰიდროლოგი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1966), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1976). 1931 დაამთავრა ერევნის პოლიტექ. ინ-ტი. 1945–58 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, 1958–80 – ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყ-ბის ხელმძღვანელი, 1980–89 – პროფესორ-კონსულტანტი. ვ-მა დაამუშავა მთიანი მხარეების მდინარეთა ჩამონადენის, მდინარეთა საზრდოობის, წყლის ბალანსის გაანგარიშებისა და ჰიდროლ. დარაიონების მეთოდები, მოგვცა საქართვ. კარსტული წყლების კლასიფიკაცია. მისი შრომები გამოყენებულია საქართვ. ენერგეტ. და საირიგაციო ნაგებობათა დაპროექტებაში. “საქართველოს სსრ ატლასის” შედგენაში (1964) მონაწილეობისათვის მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1971). საქართვ. გეოგრ. საზ-ბის ა. ჯავახიშვილის სახ. პრემია (1993, გარდაცვალების შემდეგ). თხზ.: Питание рек и внутригодовое распределение речного стока на терპитории Грузии, Тб., 1964; Водный баланс Большого Кавказа, Тб., 1970; Водный баланс Грузии, Тб., 1974 (თანავტ.: Д. Я. Шакаришвили, Т. И. Габричидзе). გ. გიგინეიშვილი.