ვნების კვირა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვნების კვირა, აღდგომის წინა დიდმარხვის ბოლო კვირა. ეკლესია მძიმე მარხვით აღნიშნავს ქრისტეს ვნების (ტანჯვის) დღეებს. ვ. კ-ის ყოველი დღე “დიდად” იწოდება: დიდ ორშაბათს მოიხსენიება იესო ქრისტეს სასწაული ლეღვის ხის გახმობასთან დაკავშირებით; დიდ სამშაბათს იკითხება ქრისტეს უკანასკნელი საუბრები მოწაფეებთან და მისი უკანასკნელი იგავი; დიდი ოთხშაბათი უკავშირდება ქრისტეს ყოფნას ბეთანიაში, სიმეონ კეთროვნის სახლში; დიდ ხუთშაბათს მოიხსენიება საიდუმლო სერობა – ამ დღეს საკათედრო ეკლესიებში ბასილი დიდის ლიტურგიის შემდეგ სრულდება “ფერხთაბანის” წესი, საპატრიარქო ტაძრებში კი – მირონის კურთხევა; დიდ პარასკევს იკითხება “ათორმეტი სახარება” (მაცხოვრის ვნება), მწუხრზე იხ-სენიებენ მაცხოვრის დასაფლავებას, ხდება “გარდამოხსნის” შემოსვენება; დიდ შაბათს ცისკრისას სრულდება “გარდამოხსნის” თაყვანისცემა, ჟამნობას მოსდევს მწუხრი და მო-ჰყვება ბასილი დიდის ჟამისწირვა.