ვობი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვობი, სვანური მითოლოგიით – ჭექა-ქუხილის, მეხთატეხის ღმერთი. იგი ქართ. წარმართული პანთეონის ერთ-ერთი უძველესი სახეა. სვანურსა და მეგრულში აღნიშნავს პარასკევ დღეს (სვ. ვებ-იშ, მეგრ. ვობი-შხა). სვანეთში კარგა ხანს (მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში) იგი უქმედ ითვლებოდა და ყოველგვარი საქმიანობა აკრძალული იყო. ტერმინი “ვობი” ამავე დროს, გამოიყენება რაიმე განსაკუთრებულის აღსანიშნავად, მაგ.: “ხოლა ვობ ესგენე” – “ცუდი ამბავი, დღე დააწია” (არაპირდაპირი თარგმანი). მისი ეტიმოლოგია უცნობია. ლიტ.: გელოვანი ა., მითოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1983; თოფურია ვ., ქალდანი მ., სვანური ლექსიკონი, თბ., 2002. ხ. იოსელიანი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ვობი&oldid=9698-დან“