ვორირაშა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ვორირაშა”, სატრფიალო შინაარსის ქართული (სვანური) ხალხური ცეკვა, მკლავებით გადაჭდობილ ქალ-ვაჟთა წყვილები ეწყობიან ნახევარწრეზე და ფეხების გადაჭდობითა და გასმით მოძ-რაობენ მარჯვნივ, რკალზე, წრის შეუკვრელად. დასასრულს საცეკვაო მოედნის შუაში ცეკვავს ერთი ან რამდენიმე წყვილი. ცეკვას სვანეთში ჯანგელდსაც უწოდებენ. ცეკვავენ დღესასწაულებსა და ლხინში ფერხისას სახით, ორპირული სამხმიანი სიმღერის თანხლებით. მუს. ზომა 2/4. ლიტ.: თათარაძე ა., ქართული ხალხური ცეკვა, თბ., 2012. ა. თათარაძე.