ვორონინი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვ. ვორონინი.png

ვორონინი ვლადიმერ ვასილის ძე [15 (27). VII. 1870, სოფ. ნიკოლსკოე, ყოფ. ტულის გუბ., – 11. XI. 1960, თბილისი], რუსი პათოფიზიოლოგი. მეცნიერული პათოფიზიოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1897), პროფესორი (1908), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1942), საქართვ. მეცნ. აკად. საპატიო აკადემიკოსი (1944). 1893 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის სამედიცინო ფაკ-ტი. 1908–22 განაგებდა ზოგადი პათოლ. და ბაქტერიოლოგიის კათედრას თავდაპირველად ოდესის უნ-ტში, ხოლო შემდეგ – სამედიცინო ინ-ტში. 1923–53 ხელმძღვანელობდა თბილ. სახელმწ. სამედიცინო ინ-ტის პათოლ. ფიზიოლოგიის კათედრას, 1944–60 – საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიოლოგიის ინ-ტის პათოლ. ფიზიოლოგიის განყ-ბას. იკვლევდა ანთების მექანიზმებს, ნერვული სისტემის გულის, სისხლის, მიკროცირკულაციის ფიზიოლ. და ზოგადი პათოლ. საკითხებს. მუშაობდა აგრეთვე მიკრობიოლ., ეპიდემიოლოგიისა და ზოოლ. დარგში. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ბიოლოგიასა და მედიცინაში ვარიაციული სტატისტიკისა და კიბერნ. მეთოდი. ფართოდ იყენებდა ფიზ. მეთოდებს სისხლის მიმოქცევის შესწავლაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ვ-ის პირადი ბიბლიოთეკა დაცულია საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრალურ სამეცნ. ბიბლიოთეკაში. თხზ.: Исследования о воспалении, М., 1897; Руководство по патологической физиологии, ч. 1–2, Тб., 1947–48; Трофическая язва, Тб., 1955 (თანაავტ. И. Д. Гедеванишвили); Воспаление, [2 изд.], Тб., 1959; Миелиновое нервное волокно, Тб., 1960 (თანაავტ.: М. Р. Купрадзе, Н. К. Тотибадзе); Основы теории микроскопа, Тб., 1965. ლიტ.: ვლადიმერ ვორონინი. ბიობიბლიოგრაფია. შემდგ.: მ. ბარკავა, ე. დოლიძე, თბ., 1987; Мчедлишвили Г. И., В. В. Воронин, Тб., 1973.