ვორონიხინი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვორონიხინი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე [6 (18). VII. 1882, გატჩინა, – 18. III. 1956, ლენინგრადი], ბოტანიკოს-ალგოლოგი, ფიტოპათოლოგი, ჰიდრობიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1934), პროფესორი (1939). დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა (1907). მსახურობდა კავკასიაში – სოჭში (1912–15), თბილ. ბოტანიკურ ბაღსა (1915) და საქართვ. სახელმწ. მუზეუმში (1921). დააარსა სპოროვან მცენარეთა განყ-ბები. 1918-იდან შეთავსებით განაგებდა თბილ. ბოტან. ბაღის მიკოლოგიის კაბინეტს. სოფლის მეურნ. უმაღლეს კურსებზე (1919–21) და თბილ. სახელმწ. უნ-ტში (1921–22) ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ფიტოპათოლოგიის კათედრებს. თბილ. პოლიტექ. ინ-ტში კითხულობდა მიკოლოგიის კურსს (1920). ვ-მა შეისწავლა სოკოები და მათ მიერ გამოწვეული ამიერკავკასიის სას.-სამ. კულტურების დაავადებები, კავკასიისა და აღმ. ევროპის (სსრკ-ის ევროპული ნაწილის) მტკნარი წყლების და შავი ზღვის წყალმცენარეები. ვ-ის სამეცნ. ნაშრომების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება კავკასიის სპოროვან მცენარეებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: Новые виды водорослей с Кაвказа, [в. 1–4], П. 1923; [ჟურნალში] «Материалы для флоры пресноводных водорослей Кавказа», ч. 1–9, 1923–26; Материалы к флоре грибов Кавказа, «Труды Ботанического музея АН СССР», 1927, т. 21. ლ. კუხალეიშვილი .