ვოსა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ვოსა”, ვოისა, ქართული ხალხური სიმღერა. გავრცელებულია დას. საქართველოში. გურიასა და ბარის აჭარაში სიმღერა საცეკვაოა. 1907 ფირმა “გრამოფონის” მიერ ჩაწერილმა ფირფიტამ შემოგვინახა გიგო ერქომაიშვილის მიერ ნამღერი “ვ-ს” ვარიანტი. სიტყვიერი ტექსტი მთლიანად სამღერისებს ემყარება. ამავე სახელწოდებით ზემო აჭარაში სალხინო სუფრული, ხოლო სამეგრელოში სატრფიალო სიმღერაც არსებობს. ლიტ.: ერქომაიშვილი ა., როდონაია ვ., პირველი ჩანაწერები საქართველოში (1901–1914), თბ., 2006; ჭოხონელიძე ე., კალანდაძე ნ. (შემდგ.), ქართული ხალხური მუსიკა. სამეგრელო (სანოტო კრებული), ტ. 2, თბ., 2005; Georgian Songs (coll. by E. Garakanidze), Wales, 2004. ნ. კალანდაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ვოსა&oldid=9752-დან“