ვრასტან

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ვრასტან” (სომხ. – “საქართველო”), ყოველკვირეული დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი სომხურ ენაზე. დაარსდა 1920 თბილისში “კარმირ ასტხის” (“წითელი ვარსკვლავი”) სახელწოდებით. სხვადასხვა დროს ერქვა “მარტაკოჩი” (“საბრძოლო ძახილი”), “პროლეტარი”, “სოვეტაკან ვრასტან” (1940-იდან). იყო საქ. კპ ცკ-ის, უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ორგანო. 1990-იდან “ვ.” ეწოდა. რედ. – ვან ბაიბურთი (1987-იდან). გაზეთის საქმიანობის ძირითადი მიმართულება: მკითხველის ინფორმირება საქართველოს პოლიტ., ეკონ. და კულტ. ცხოვრების შესახებ. აქვეყნებს საქართვ. პრეზიდენტის ბრძანებულებებს, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, სხვა მნიშვნელოვან ნორმატიულ აქტებს. ხელს უწყობს ხალხთა შორის მეგობრული სულისკვეთების, ქართ.-სომხ. სახელმწიფოებრივ და კულტ. ურთიერთობათა განმტკიცებას.